Moshus – მოშუს
გულის წასვლა. მიდრეკილება გულის წასვლისადმი. მომატებული სექსუალური აღგზნებადობა. დაუკმაყოფილებლობა. უხვი მენსტრუაცია. სპაზმური სიცილი და ტირილი. ბავშვებში სახმო იოგების სპაზმი (იხ. Spongia).
Natrium muriaticum - ნატრიუმ მურიატიკუმ
(სუფრის მარილი)
შესანიშნავი მაგალითია ალოპათიური სავლეს ჰომეოპათიურ პავლედ გარდაქმნისა. პირის ღრუში სიმშრალის შეგრძნება. ავადმყოფი უქეიფოდაა, ნებისმიერი დაწყნარება მას კიდევ უფრო მეტად თრგუნავს. მომავლის შიში. ავადმყოფს უნდა მარილი. ძლიერი წყურვილი. პურისადმი ზიზღი. გამოხატული სიგამხდრე, განსაკუთრებით კისრის და მკერდის, კარგი მადის მიუხედავად. გამონადენი ღია ფერისაა, გამჭირვალე. საშოდან გამონადენი მწვავეა, ტოვებს კანის დაზიანებას. ავადმყოფს არ შეუძლია სხვისი თანდასწრებით მოშარდვა. აქვს შეკრულობა მყარი, მშრალი განავალით. ტკივილი ზურგში, რომელიც სუსტდება, თუ ავადმყოფი მიეყრდნობა მაგარ საგანს. თმისა და კანის საზღვარზე გამონაყარი. თმის ცვენა. ზიზღი გონებრივი შრომისადმი. განწყობა უარესდება 9 - 11 სთ-მდე. ოფლის გამოყოფას მოაქვს შვება.
Natrium sulfuricum - ნატრიუმ სულფურიკუმ
(ნატრიუმ სულფატი)
ზემოქმედებს ორგანიზმში წყლის ცვლაზე. ავადმყოფის თვითშეგრძნება უარესდება ტენიან ამინდში, საერთოდ ნესტისგან. კარგი საშუალებაა ღვიძლისათვის. პირში მომწარო გემო. ტკივილი, რომელიც მოიცავს მკერდის მარცხენა ნაწილს. ფაღარათი ღვიძლში ტკივილით, რომელიც ძლიერდება ნესტიან ამიდში. თვითშეგრძნების გაუმჯობესება თბილ, მშრალ ამინდში. თვითშეგრძნების გაუმჯობესება თბილ, მშრალ ამინდში. კარგი საშუალებაა ასთმის სამკურნალოდ ბავშვებში. ორსულთა ღებინება (Sepia). შარდმჟავა დიათეზი.
Nux moshata – ნუქს მოშატა (ჯავზი)
ავადმყოფი საშინლად უხასიათოდაა, დაღლილობის გამო თითის განძრევაც კი უძნელდება. პირის სიმშრალე. წყურვილის შეგრძნება არა აქვს. საკვების მიღების შემდეგ მუცელი ებერება. ავადმყოფს აწუხებს აირები, ბოყინი. ცივ ნესტიან ამინდში გუნება გამოუკეთდება, ავადმყოფს უჩნდება ძილის მოთხოვნილება, შეიძლება წაუვიდეს გული.
Nux vomica – ნუქს ვომიკა (ქუჩულა)
გონებრივი შრომისადმი ზიზღი. ის. თავი „კონსტიტუციური საშუალებანი“. განწყობილება ძალიან გაღიზიანებული. ესაა დათრგუნული მოხელე, მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე, რომელიც დაღლილია გაღვიძებისთანავე. საკვების მიღების შემდეგ ტკივილი მუცლის არეში, რომელიც ვრცელდება ყველა მიმართულებით. შეკრულობა ტყუილი ჭინთვებით. ავადმყოფი ეტანება ალკოჰოლს, ყავას, თამბაქოს (განსაკუთრებით ნაბახუსევს), თუმცა ეს ნივთიერებანი მასზე ცუდად მოქმედებენ. ჰემოროი. ჩვილ ბავშვებში პილოროსტენოზი. ინიშნება ნარკოტიკული ნივთიერებების და ალოპათიური მედიკამენტების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, როგორც ანტიდოტი. ავადმყოფის გუნება-განწყობა უარესდება დილაობით და საკვების მიღების შემდეგ. განწყობილება უმჯობესდება ბოყინის შემდეგ, სიმშვიდეში და შენობაში.
Phosphorus – ფოსფორი
ტიპი: მაღალი, გამხდარი ადამიანები, რომელთაც უყვართ მსჯელობა მაღალ მატერიაზე. ზუსტად ასეთ ადამიანებს უწოდა პროფ. Stiegele – „ნევრასთენიკები“. მათ არა აქვთ ძალა, რათა მშვიდად იდგნენ ან დასხდნენ. მუდმივად აქვთ ჭამის სურვილი, განსაკუთრებით ღამით. მათ უხურთ ზურგი ბეჭებს შორის, უხურთ ხელები, საერთოდ ყველაფერი. მათ ეშინიათ მარტოობის და სიბნელის. მომატებული სქესობრივი ლტოლვა, რომელსაც თან ახლავს სქესობრივი სისუსტე. ოფლიანობა დაძინებისას. პატარა ჭრილობები ძლიერ სისხლმდენია. ღრძილები სისხლმდენია. ფაღარათი გახანგრძლივებული, მაგრამ უმტკივნეულო. ნაჩვენებია ხერხემლის გამრუდების დროსაც. ავადმყოფის განწყობა უარესდება, როდესაც მარცხენა გვერდზე წევს. გაუმჯობესება სიბნელესა და სითბოში. ზიზღი ანადუღარი რძისადმი. სასარგებლო საშუალებაა ბავშვებში სიყვითლის დროს.
Platinum metalicum - პლატინუმ მეტალიკუმ
საუკეთესო საშუალებაა მაღალი ჩინის ხელმძღვანელის პირადი მდივნებისათვის. ეგოიზმი, ქედმაღლობა, თავის თავზე დიდი წარმოდგენა. დაუოკებელი ლტოლვა, გამოხატული როგორც კაცებში, ასევე ქალებში. სასქესო ორგანოების ქავილი, უხვი მენსტრუალური გამონადენი. ზოგჯერ უჩნდებათ საკუთარი შვილის მოკვლის სურვილი. (ამ საშუალებას წარმატებით აძლევენ დედა – ღორებს, რათა არ შეჭამონ საკუითარი გოჭები). სასქესო ორგანოებთან შეხება იწვევს მათ კრუნჩხვით შეკუმშვას. ყველა საგანი ავადმყოფს პატარა ეჩვენება, ვიდრე ისინი არიან სინამდვილეში.
ჩემთან მოვიდა 35 წლის ქერა ქალი. თავი დედოფალივით ეჭირა, უჩიოდა საშოს ქავილს და უხვ გამონადენს. მკურნალობის დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ ისევ მოვიდა მიღებაზე, მხოლოდ სხვა მიზეზით. მენსტრუაცია უკვე ნორმალურად მიმდინარეობდა, ქავილმა დიდი ხანია გაუარა, და საერთოდ, თავს გაცილებით უკეთ გრძნობდა. არც ქედმაღლურად საუბრობდა. თავიდან მას დავუნიშნე მკურნალობა Platina 30 5 წვეთი დღეგამოშვებით. მიღების წინ საჭირო იყო შენჯღრევა.
Plumbum – Pპლუმბუმ (ტყვია)
გარკვეული ჯგუფის კუნთერბის ატროფია. სისხლძარღვოვანი სპაზმები. სპასტიური კოლიტი. დამბლა. მუცელი შევარდნილი, - ან ავადმყოფს ეჩვენება, რომ თოკებით შეუწიეს. საერთოდ შეკრულობა. თირკმლების ანთება, შეჭმუხნული თირკმელი, მომატებული სისხლის წნევა სახის სიფერმკრთალის ფონზე. არტერიოსკლეროზი. ტკივილი ჭიპის მარჯვნივ.
ერთხელ, ვმკურნალობდი ერთ უცხოელს ამ უკანასკნელით შეწუხებულს. ის რამდენიმე თვის განმავლობაში დადიოდა ექიმებთან ჩივილით, რომ ტკიოდა ჭიპის მარჯვნივ. გამოვუწერე Plumbum 15 მხოლოდ ერთი მიღება, და მისი ყველა ჩივილი გაქრა.
Pulsatilla – Pპულსატილა
სიცივის მოყვარულია, სითბოში ცუდად ხდება. ჩვეულებრივ – მტირალა, ცისფერთვალება ქალწულია ფერმკრთალი სახით და ღია ფერის, ზოგჯერ წითური თმებით. ძალიან ქალურია, დამთმობი, გულკეთილი. სიმპტომები ცვალებადი. მიდრეკილება კატარისადმი. ყველგან აგვიანებს, მათ შორის პაემანზეც. მენსტრუაციაც კი შეფერხებით აქვს. გამონაყოფი აქვს სქელი, რბილი. სურდოს დროს ცხვირიდან გამონადენი თხიერია, საშოდან გამონაყოფიც ასევე. ხილის ჭამას მოყვება ფაღარათი - ღვიძლში ჩხვლეტის შეგრძნება. მტკივნეული ვარიკოზული ვენები. ნაჩვენებია მოყინვის დროს. ფეხების დასველება იწვევს მენსტრუაციის შესუსტებას, საერთოდ მენსტრუაცია სუსტია, ავადმყოფური, შეფერხებითი. ყნოსვის და გემოვნების დაქვეითება. გოგონებში ღამით შარდის შეუკავებლობა. გემოვნების დაქვეითება. გოგონებში ღამით შარდის შეუკავებლობა. კარგად მოქმედებს კუჭზე, განსაკუთრებით ცხიმიანი საკვების მიღების შემდგომი ტკივილის დროს. ცხიმისადმი ზიზღი. ავადმყოფი ხშირად ტირის, განსაკუთრებით დღესასწაულებზე და გამგზავრებისას. განწყობა უარესდება სითბოში, თბილ შენობაში, ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ. საერთოდ სიცივისაგან და ქუჩაში. მშვენიერი საშუალებაა ფეხმძიმობის დროს, იძლევა შვებას მშობიარობის დროს (Caulophyllum – თან ერთად). ძირითადი საშუალებაა წითელას დროს.
Psorinum – ფსორინუმ (სათანადო ნოზოდი)
უიმედობის, სასოწარკვეთის შეგრძნება. ავადმყოფს მუდმივად სცივა. ამ ტიპს მიეკუთვნებიან ქალები, რომლებიც იმის მიუხედავად, რომ აცვიათ თბილად, ზაფხულშიც კი სცივათ. უოფლიანდებათ ხელები, აქვთ კანზე გამონაყარი ძლიერი ქავილით. ავადმყოფები თავს თვლიან მძიმე და განუკურნებელ ავადმყოფად. ოფლს აქვს ძლიერ უსიამო სუნი. ნაჩვენებია აგრეთვე მძიმე ავადმყოფობის შემდგომი სისუსტის დროს (200). სიმპტომების გამწვავების წინ აღენიშნება დროებითი გაუმჯობესება. ზამთრის პერიოდში სიმპტომები მწვავდება.