Calcium fluoratum - კალციუმ ფლუორატუმ
(კალციუმის ფტორიდი)
ავადმყოფი ფულის გულისათვის ყველაფრისთვის მზადაა. სიხარბის ჰიპერმობილურობა. ნაჩვენებია დაბერებისას ან და ნაადრევი სიბერის ნიშნებისას. ხშირად უჩნდება ჯიბლიბო. ჰემოროი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ვენების ანთება, განსაკუთრებით ქრონიკული. კბილების კარიესი. მგრძნობიარობა ნესტიანი, ნისლიანი ამინდისადმი და ელექტრული ველებისადმი. ავადმყოფი ყოველგვარი მორიდების გარეშე ჰყვება ინტიმური წვრილმანების შესახებ. (განსხვავებით Phosphor-ის ტიპისაგან, რომელსაც გახდაც ესირცხვილება).
Calcium phosphoricum - კალციუმ ფოსფორიკუმ
(კალციუმის ფოსფატი)
ცოცხალი, დაუდგრომელი, ძვალწვრილი ბავშვები, რომელთაც ცოტა აღზრდა აკლიათ: ყველაფერს ხელს სტაცებენ, ძვრებიან მაგიდის ყველა უჯრაში. ადვილად იღლებიან სულიერად და ფიზიკურად. ხერხემალი აქვთ სუსტი. თუკი ბავშვს აქვს მისწრაფება შაშხის ჭამისაკენ, მიეცით მას შაშხი და კალციუმის ფოსფატი. სკოლის შემდეგ ბავშვებს სტკივათ თავი. ეს იმითაა გამოწვეული, რომ სისუსტის მიუხედავად, ისინი ჭკვიანები და პატივმოყვარენი არიან. აქედან გამომდინარეობს შეუფერებელი დატვირთვა სუსტ თავზე.
ბავშვები არიან გამხდრები, ავადმყოფური შესახედაობის. საწოლში მოკუნტული წვანან. რევმატიზმი თავს იჩენს ამინდის ცვალებადობის დროს. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ცხვირ-ხახაში ადენოიდური წარმონაქმნების სამკურნალოდ.
Cantharis – ქანთარის (შპანკა)
ამ ნივთიერებას ღებულობენ ერთ-ერთი რუსული ხოჭოსაგან. შესანიშნავი საშუალებაა შარდის ბუშტის ანთების დროს. ავადმყოფი შეწუხებულია, შარდვისას გრძნობს მწვავე მჭრელი ხასიათის ტკივილს. შარდი გამოიყოფა ხშირად, მცირე პორციებით, ზოგჯერ თან ახლავს სისხლი.
ავადმყოფი ჩვეულებრივ შეიგრძნობს ძლიერ წყურვილს. კანის გამონაყარი ბუშტუკოვანი ტიპისაა. სქესობრივი ლტოლვა დაუოკებელი სწრაფვის სახეს იღებს (Platina, Murex). კარგად მოქმედებს პლევრიტის დროს. ძილის დროს ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება.
ერთხელ გამომიძახეს სკოლის 78 წლის ჭაღარა მასწავლებელთან. მას ჰქონდა მოშარდვის მოთხოვნილება, მაგრამ გამოდიოდა მხოლოდ რამდენიმე რამოდენიმე სისხლიანი წვეთი. ამასთან ერთად ის უჩიოდა მწვავე ტკივილს საშარდე გზებში. მე დავუნიშნე Cantharis 6 ყოველ საათში მისაღებად. შემდეგ ღამით მე კვლავ სასწრაფოდ გამომიძახეს მასთან. მას დაეწყო მწვავე ტკივილი შარდის ბუშტის არეში. ეგონა, რომ კვდებოდა. მე დავაწყნარე და შევუწყვიტე პრეპარატის მიცემა. მეორე დღეს პაციენტს ტკივილი ჩაუცხრა, ხოლო კიდევ ერთი დღის შემდეგ ჯანმრთელი იყო. წამალი დანიშნული იყო სწრაფად, მხოლოდ პოტენცია აღმოჩნდა ზედმეტად ძლიერი.
Carbo vegetabilis - კარბო ვეგეტაბილის
(წიფლის ნახშირი)
სისუსტე. ავადმყოფი იმყოფება თავისი სასიცოცხლო ძალების გამოფიტვის ზღვარზე. კანი აქვს ცივი, სუნთქვა ცივი, სახის ფერი მოლურჯო. ავადმყოფს არ ჰყოფნის ჰაერი. ის თხოულობს, გააღონ ყველა ფანჯარა. კანი, განსაკუთრებით წვივებზე, ცივია. შინაგან ორგანოებში მწველი ტკივილი, „თითქოს ნახშირი იწვის“. წყლულის მწვავე ტკივილი. კარგად მოქმედებს მოხუცებზე, რომელთაც აქვთ ცივი ქვემო კიდურები. იხმარება აგრეთვე, როგორც დამატებითი საშუალება სიმსივნისაგან გამოწვეული ტკივილების დროს.
Carduus marianus – კარდუს მარიანუს
(ნარშავი)
კარგი საშუალებაა ღვიძლის დაავადებების დროს. განსაკუთრებით ნაჩვენებია სრული, პიკნიური ტიპის ადამიანებისათვის. შეკრულობა, მომწარო გემო პირში. ღვიძლი გადიდებული, განსაკუთრებით ალკოჰოლისტებს. კარის ვენა გადავსებულია, შეგუბებული. ჰემოროი, რომელიც იწვევს წვას და ქავილს, კარგად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, განსაკუთრებით ვენურ სისტემაზე. სიყვითლე ყრუ თავის ტკივილით (3 - 6). შაკიკი ქალებში, რომელთაც აქვთ უხვი მენსტრუალური გამონადენი და ღვიძლით ავადმყოფებში. კარის ვენის შეგუბების დროს კარგია აგრეთვე Aescus., Nux vom., Sulfur.
Causticum – კაუსტიკუმი
ავადმყოფს ეშინია მოახლოებული უბედურების, სიბნელის. კარგი საშუალებაა ქალებში საშარდე ბუშტის სისუსტის დროს, როდესაც შარდი მცირე პორციებით უნებლიედ გამოიყოფა ხველის, სიცილის დროს.
ზემოქმედებას ახდენს ხველებაზეც, საშარდე ბუშტზეც. ნაჩვენებია ხველის დროს, რომელსაც თან ახლავს სასუნთქ გზებში წვა. საერთო სისუსტე. დამბლა, განსაკუთრებით ინსულტის შემდგომი. სახის კანი უსუფთაო. სახეზე მეჭეჭები. ხმის ჩახლეჩა, რომელიც ძლიერდება დილით. შეკრულობა. კუჭის მოქმედება შესაძლებელია მხოლოდ ფეხზე დგომის დროს. რევმატიზმი. ყბების გახევება. მწვავე ტკივილები. მყესების დაჭიმვა მაგ.: დიუპიუიტრინის კონტაქტურის დროს. მშრალი სიცივისაგან სიმპტომები მწვავდება. სითბოში მდგომარეობა უმჯობესდება.
Ceanothus americanus – ცეანოტუს
ნაჩვენებია ელენთის შესიების დროს (Ferrum), ღვიძლის შესიების დროს მალარიის შემდგომ.
შვიდი წლის ყმაწვილი საავადმყოფოში ჩათვალეს უიმედო ავადმყოფად და გაწერეს სახლში. ელენთა ძლიერ ჰქონდა გადიდებული. მე დავუნიშნე Ceanothus 6. ორი თვის შემდეგ პაციენტი თითქმის ჯანმრთელი იყო.
Chamomilla – ხამომილა (გვირილა)
ესაა საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ქალებისა და ბავშვებისათვის. საუკეთესო საშუალებაა ჩვილ ბავშვთა ნებისმიერი ჩივილის დროს. გადაჭარბებული ჩივილები და ტკივილი. მოუსვენრობა, ჭირვეულობა გაღიზიანებადობა. ერთი ლოყა გაწითლებული აქვს, მეორე -– მკრთალი. ბავშვი გამუდმებით ითხოვს რაღაცას, ხოლო მიიღებს რა – ისვრის შორს. ყვირის უმიზეზოდ. კრუნჩხვა. მომწვანო ფერის განავალი ლორწოთი და მუცლის არეში ტკივილებით. განავალი მოგვაგონებს დაკეპილ კვერცხს. ყურის ტკივილი ბავშვებში. კბილების ამოჭრის პერიოდი. სითბოში მდგომარეობა უარესდება. სიცივეს არ მოაქვს შვება. სიმპტომები მწვავდება საღამოს და ღამით.
ბავშვის მდგომარეობა უმჯობესდება, თუ კი ხელში აიყვანენ. ხამომილას ზემოქმედება ხანმოკლეა, ამიტომ ის უნდა მიეცეს დროის მოკლე შუალედებით.
Chelidonium – ხელიდონიუმ (ქრისტესისხლა)
საუკეთესო საშუალებაა გასტრიტის დროს. ზემოქმედებას ახდენს ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტზე. ტკივილი მარჯვენა ბეჭის ქვედა ნაწილში. სახის ფერი მკრთალი, ყვითელი. ენა დაფარულია მოყვითალო ფერის ნადებით, კიდეებში წითელია, კბილების ნაჭდევით (Merc.,). პირში მომწარო გემო (Natr.sulf., China, Nux vom., Bryon.). კუჭის დისფუნქცია. შეკრულობა და ფაღარათი, რომელიც ერთმანეთს ენაცვლება. გუნება-განწყობა უმჯობესდება საკვების მიღების, განსაკუთრებით ცხელი საკვების მიღების შემდეგ.
China – ხინა (ქინაქინის ხე)
ავადმყოფი სიტყვაძვირია, ჯიუტი, სხვების აზრს ანგარიშს არ უწევს. სისუსტე მნიშვნელოვანი რაოდენობით სისხლის ან სითხის დაკარგვის შემდეგ. სისხლნაკლულობა. ოფლიანობა უმცირესი მოძრაობის დროს. მუცლის გადავსების შეგრძნება, განსაკუთრებით მის ზედა წილში. ავადმყოფს აქვს სურვილი მხოლოდ ჩამოჯდომის ან წამოწოლის. შეტევების გამეორება ყოველ ორ-სამ დღეში. ჩივილები მეტეორიზმზე, აირები ძლიერ უსიამო სუნით განავალში – საკვების გადაუმუშავებელი ნაწილები. ბეჭებს შორის სისუსტის შეგრძნება. ოდნავი შეხებაც კი მტკივნეული ეჩვენება, ხოლო ძლიერი ზეწოლა – სამკურნალო. ავადმყოფის გუნება-განწყობა უარესდება შეხებით და ცივი ჰაერით. შესანიშნავი საშუალებაა ელენთის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მუშაობის ქრონიკული დარღვევების დროს.